Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
2024 წლის 22 თებერვლის № 25/2024 დადგენილებით

 

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
2018 წლის 19 თებერვლის №69/2018 დადგენილებით

 

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესი (დანართი №1). (№69/2018, 19.02.2018)

 

2. დამტკიცდეს კრედიტების აღიარების საფაკულტეტო კომისიის დასკვნის ფორმა (დანართი №2);

3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი